ველო ტურის გამყოლი
მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა. პარტნიორი - „კავკასიის ველო ქსელი“ ყველაზე ეკო-მეგობრული ტრანსპორტით მოგზაურობის მოყვარულთათვის შეიქმნა ველოტურის გამყოლის ინტენსიური, 6 კვირიანი პროფესიული სასერთიფიკატო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ტიპის გზებზე, ბუნებაში, აუდიტორიასა და ველოსახელოსნოში მიმდინარეობს. კურსის მსვლელობისას, მრავალ პრაქტიკულ უნარებთან ერთად, ისწავლი საერთო სარგებლობის გზებსა და უგზო ველურ გარემოში უსაფრთხოდ ნავიგაციას, ტურისტებთან სწორი კომუნიკაციას, რისკების მართვას და ველომოგზაურებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენას. პროგრამის დასასრულს გეცოდინება როგორ დაგეგმო და განახორციელო უსაფრთხო, კომფორტული და საინტერესო ველოტური. კურსი გათვლილია სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტზე გამოცდილების მქონე ველოსიპედისტებზე - ვისაც სურთ საგამყოლო საქმიანობის დახვეწა და საქართველოში ველოტურიზმის განვითარებაში მონაწილეობა. პროგრამის პარტნიორი: „კავკასიის ველო ქსელი“ 2019 წელს დაარსდა ველომოყვარულების მიერ, აერთიანებს 14 ორგანიზატორსა და რამდენიმე ათას წევრს, ქსელი ახორციელებს სხვადასხვა პროექტს/ღონისძიებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სათავგადასავლო და სპორტული მიმართულებით.