ellipseUP

ფინანსური მხარდაჭერა

გმადლობთ, რომ განიხილავთ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის მხარდაჭერას. თქვენი დონაცია ხელს შეუწყობს ჩვენი მისიის შესრულებას - რომლსაც წარმოადგენს საქართველოს სამთო/სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში მომსახურების, უსაფრთხოებისა და ვიზიტორთა კომფორტის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერის ორ განსხვავებულ ფორმას, თქვენი პრეფერენციების შესაბამისად: ფინანსური მხარდაჭერა: თქვენი ფინანსური მხარდაჭერა დაგვეხმარება გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდა, რეგიონის მკვიდრი გიდების სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართვა, მომზადება და განათლება. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი თანხის დონაცია $5-დან, $10-დან და ზევით.
d-location info@mountainguide.ge
d-location + 995 597 336 653

აღჭურვილობის დონაცია

სათავგადასავლო ტურიზმში შესაბამისი აღჭურვილობის ქონა გამყოლისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა ხშირად ახალგაზრდა დამწყებ გიდებს არ აქვთ ხარისხიანი აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობა. თქვენს მიერ ასოციაციისთვის გადმოცემული აღჭურვილობა გამოყენებული იქნება რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა, მომავალი სათავგადასავლო გამყოლების განათლებისა და პროფესიული გადამზადებისთვის, რომლებსაც სხვაგვარად შეიძლება არ ჰქონდეთ სათანადო აღჭურვილობაზე წვდომა.
ჩვენი ამბიციური გეგმაა გავზარდოთ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების ჩართულობა სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიაში და თქვენი შემოწირულობა მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს ამ გეგმის განხორციელებაში.


თქვენ ასოციაციას შეგიძლიათ გადასცეთ აღჭურვილობის ფართო არჩევანი, მათ შორის საცოცი, სამთო, სალაშქრო, საკემპინგო, სათხილამურო, აღჭურვილობა, სანავიგაციო ხელსაწყოები, პირველადი დახმარების კომპლექტი და სხვა.
გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ შემოწირული აღჭურვილობა კარგ მდგომარეობაშია და გამოსაყენებლად უსაფრთხოა, რადგან ჩვენი გიდებისა და კლიენტების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
დონაციის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დეტალების განსახილველად.

Მადლობა მხარდაჭერისთვის!

1$
5$
10$
სხვა
მადლობა!