გახდი სერტიფიცირებული გამყოლი
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პროგრამები
სამთო გამყოლი
IV საფეხურის საერთაშორისო სადიპლომო პროგრამა (24 თვე). პარტნიორი - IFMGA თუ მთაში სიარული, კლდეზე ცოცვა, თხილამურებით სრიალი და მწვერვალების დაპყრობა შენი ცხოვრების ნაწილია და გინდა საყვარელი საქმიანობა პროფესიად აქციო, მაშინ სამთო გამყოლის კურსი სწორედ შენთვისაა. 2 წლიანი სადიპლომო პროგრამა სათავგადასავლო ტურიზმის უმაღლეს საერთაშორისო კვალიფიკაციას მოგანიჭებს. ეს არის გამორჩეული ტექნიკური და ფიზიკური უნარების მქონე ადამიანებისთვის შექმნილი ინტენსიური, რთული, ადრენალინით სავსე თავგადასავალი, რომლის წარმატებით დაძლევაც სათავგადასავლო საგამყოლო კარიერის მწვერვალზე აგიყვანს. სწავლის შედეგად შეძლებ იმუშავო გამყოლად ნებისმიერი სახის და სირთულის საფეხმავლო, ალპინისტური, Free Ride და Heli Ski ტურზე, წლის ყველა სეზონზე. შეძლებ შეაფასო რელიეფი და გარემო პირობები, დაადგინო ზვავსაშიშროების საფეხური, ასვლის და დაშვების უსაფრთხო მარშრუტები და საჭიროების შემთხვევაში ჩაატარო სამაშველო ოპერაცია. პროგრამის დასასრულს გახდები „საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის (GMGA)“ და „სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA)” წევრი, რაც საშუალებას მოგცემს აწარმოო პროფესიული საქმიანობა ევროპის, ამერიკის და აზიის 25 წევრ ქვეყანაში.
სათხილამურო გამყოლი
მოკლევადიანი გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამა თუ ზაფხულშიც თოვლიანი მთები გენატრება, თვლი, რომ თხილამურით ან სნოუბორდით სრიალის შედეგად მიღებულ სიამოვნებას ცოტა რამ შეედრება და გინდა სხვებსაც საუკეთესო გამოცდილების მიღებაში დაეხმარო, მაშინ სათხილამურო გამყოლის 1 წლიანი პროგრამა შენთვისაა. აქ ისწავლი ნებისმიერი სირთულის ფრირაიდის მარშრუტებისა და ჰელი-სკი ტურების გაძღოლას, განავითარებ ფრირაიდის ტექნიკას, შეიტყობ ყველაფერს საზვავე უსაფრთხოებისა და სხვა რისკების ამოცნობა- არიდების შესახებ. კურსი გათვლილია მოთხილამურე/სნოუბორდისტებზე ფრიდაიდის გამოცდილებით, რომლებსაც სურთ მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა უსაფრთხოების საკითხებზე და გახდნენ სერტიფიცირებული გამყოლები.
სათხილამურო ინსტრუქტორი
პროფესიული გადამზადების პროგრამა თუ ყოველ წელს მოუთმენლად ელი ზამთრის სეზონს და სრიალთან ერთად შენი საყვარელი საქმიანობაა სხვებსაც დაეხმარო შეისწავლონ სრიალის ტექნიკა და ისიამოვნონ ზამთრის თავგადასავლებით - მაშინ სათხილამურო ინსტრუქტორის პროგრამა შენთვისაა. სათხილამურო ინსტრუქტორის I, II და III დონის კურსების განმავლობაში გაეცნობი სათხილამურო ტურიზმში თხილამურის ინსტრუქტორის საქმიანობის ძირითად ასპექტებს, სწავლების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მეთოდიკას, სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვას, ასევე, ტურისტზე ზრუნვის, კომფორტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებს. პროგრამის დასასრულს გეცოდინება თხილამურებით სრიალის სწავლება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. შეძლებ სწორად შეარჩიო სასრიალო აღჭურვილობა, ისრიალო სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით კურსის შესაბამისი სირთულის სათხილამურო გზაზე, ჩაატარო ინსტრუქტაჟი და ასწავლო სრიალი „მწვანე“ „ლურჯი“ და „წითელი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე.
საფეხმავლო გამყოლი
მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა (8 კვირა) თუ თვლი, რომ სამოყვარულო მოლაშქის ცხოვრებიდან პროფესიულ საფეხურზე გადასვლის დროა, მაშინ საფეხმავლო გამყოლის 8 კვირიანი, მოგზაურობით დატვირთული მრავალფეროვანი პროგრამა სწორედ შენთვისაა. კურსი მეტწილად ბუნებაში მიმდინარეობს და მოიცავს სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის ძირითადი კომპეტენციების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამის მსვლელობისას შეიძენ ორიენტაცია-ნავიგაციის, ამინდის ცვლილების ბუნებრივი მანიშნებლებით შეფასების, საფრთხის ამოცნობა-არიდების, უსაფრთხოების, რისკების მართვისა და სხვა მრავალ უნარს. ისწავლი ტურისტებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას და კრიზისული ვითარების მართვის პრინციპებს. კურსის დასრულებისას გეცოდინება, როგორ გაუძღვე ადამიანებს სხვადასხვა ლანდშაფტსა და კლიმატურ ზონებში - იქ, სადაც შესაძლებელია ფეხით გადაადგილება ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე და გამორიცხულია ზვავსაშიშროება. დაწყებულია „სამთო გამყოლთა ასოციაციის მთის ლიდერთა ასოციაციების საერთაშორისო კავშირში“ (UIMLA) გაწევრიანების პროცესი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც კურსდამთავრებულებს ექნებათ საერთაშორისო სერტიფიკატი და შეძლებენ აწარმოონ პროფესიული საქმიანობა კავშირის 21 წევრ ქვეყანაში.
ველო ტურის გამყოლი
მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა. პარტნიორი - „კავკასიის ველო ქსელი“ ყველაზე ეკო-მეგობრული ტრანსპორტით მოგზაურობის მოყვარულთათვის შეიქმნა ველოტურის გამყოლის ინტენსიური, 6 კვირიანი პროფესიული სასერთიფიკატო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ტიპის გზებზე, ბუნებაში, აუდიტორიასა და ველოსახელოსნოში მიმდინარეობს. კურსის მსვლელობისას, მრავალ პრაქტიკულ უნარებთან ერთად, ისწავლი საერთო სარგებლობის გზებსა და უგზო ველურ გარემოში უსაფრთხოდ ნავიგაციას, ტურისტებთან სწორი კომუნიკაციას, რისკების მართვას და ველომოგზაურებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენას. პროგრამის დასასრულს გეცოდინება როგორ დაგეგმო და განახორციელო უსაფრთხო, კომფორტული და საინტერესო ველოტური. კურსი გათვლილია სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტზე გამოცდილების მქონე ველოსიპედისტებზე - ვისაც სურთ საგამყოლო საქმიანობის დახვეწა და საქართველოში ველოტურიზმის განვითარებაში მონაწილეობა. პროგრამის პარტნიორი: „კავკასიის ველო ქსელი“ 2019 წელს დაარსდა ველომოყვარულების მიერ, აერთიანებს 14 ორგანიზატორსა და რამდენიმე ათას წევრს, ქსელი ახორციელებს სხვადასხვა პროექტს/ღონისძიებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სათავგადასავლო და სპორტული მიმართულებით.
საცხენოსნო ტურის გამყოლი
მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა KURKO WOODS და LOST RIDGE RANCH- თან ერთად. საცხენოსნო ტურიზმი მზარდი პოპულარობით სარგებლობს, მოგზაურებს კი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მოლოდინი აქვთ. სწორედ ამიტომ შევქმენით თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული ინტენსიური, 10 კვირიანი პროფესიული პროგრამა, რომელიც დაეხმარება გამოცდილ მხედრებს დაიწყონ ან დახვეწონ საგამყოლო საქმიანობა. პროგრამის პირველი ნაწილი ცხენოსნობის შესწავლას ეთმობა: ისწავლი ცხენის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მის მოვლას და მართვას სხვადასხვა სირთულის მარშუტებსა და პირობებში. გაიგებ, თუ როგორ დაამყარო ცხენთან კომუნიკაცია და ამოიცნო მისი სხეულის ენა. პროგრამის მეორე ნაწილი უშუალოდ საგამყოლო საქმეზეა ფოკუსირებული: შეიძენ საორიენტაციო, ტურისტებზე ზრუნვის, ჯგუფის მართვის, მარშრუტების დაგეგმვისა და რისკების მართვის უნარებს. კურსის დასასრულს შეძლებ ნებისმიერი სირთულის და ხანგრძლივობის საცხენოსნო ტურისა და ექსპედიციის დაგეგმვასა და გაძღოლას.
მიღების კრიტერიუმები
გახდი სერთიფიცირებული გიდი
დაშვების წინაპირობები:
- სრული ზოგადი განათლება;
- საკონკურსო ტური;
- აღჭურვილობის ქონა (ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების მიხედვით).
საკონკურსო ტურის პირობები:
- ალპინისტური გამოცდილება, განვლილი მარშრუტების სია
- გასაუბრება
- ფიზიკური უნარების დემონსტრირება: სათხილამურო ტექნიკური უნარების
დემონსტრირება, ალპინისტური ტექნიკური უნარების დემონსტრირება
- 4 UIAA სირთულის კლდოვანი ან კომბინირებული მარშრუტის გავლა ექსპერტი
სამთო/ალპური გამყოლის თანდასწრებით
- 6 + UIAA სირთულის კლდოვან მარშუტზე ცოცვა კლდის საცოცი ფეხსაცმელებით
- ტექნიკური უნარების დემონსტრირება: გაკვალულ და გაუკვალავ თოვლში,30-35 გრადუსიან დახრილობის
ფერდზე თხილამურით/სნოუბორდით ყოველ 5მ-ზეგაუჩერებლად 1 ან მეტი
მოხვევის გაკეთება მინიმუმ 100 მეტრის მანძილზე.
წინმსწრები მოთხოვნები:
- ალპინისტური გამოცდილება, მათშორის მინიმუმ 4 ჯერ 4
ბ UIAA კატეგორიის და 1 ჯერ 5ბ UIAA კატეგორიის კომბინირებული სამარშრუტო
ასვლები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ლიდერის როლში. პრეტენდენტმა
უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი, გაცემული
საქართველოში ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული ალპური კლუბის, სექციის,
ალპინისტური ფედერაციის/ასოციაციის მიერ და/ან დადასტურებული მეწყვილის
მიერ.
მისაღებ ტურზე დასაკმაყოფილებელი მოთხოვნები:
- ტექნიკური უნარების დემონსტრირება:
4UIAA სირთული კლდოვანი ან კომბინირებული მარშრუტის გავლა ექსპერტი
სამთო/ალპური გამყოლის თანდასწრებით; 6 + UIAA სირთული კლდოვან
მარშრუტზე ცოცვა კლდის საცოცი ფეხსაცმელებით; წრიაპის წინაკბილებით 60
< გრადუსი დახრილობის ყინულის ფერდზე დგომა და გადაადგილება; ციცაბო
ყინულოვან რელიეფზე თაფისუფლად გადაადგილება - ზურგით და პირით
ფერდისკენ ასვლა, ჩამოსვლა, ტრავერსირება; გაკვალულ და გაუკვალავ თოვლში, 30
-35 გრადუსიან დახრილობის ფერდზე თხილამურით/ სნოუბორდით ყოველ 5 მ-ზე
გაუჩერებლად 1 ან მეტი მოხვევის გაკეთება მინიმუმ 100 მეტრის მანძილზე.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
- სამუშაო გამოცდილება
- პირველადი გადაუდებელი დახმარების სერთიფიკატი
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
- გასაუბრება;
- მოსინჯვა (საკონკურსო ტური)
- 6 + UIAA სირთულის კლდოვან მარშუტზე ცოცვა კლდის საცოცი ფეხსაცმელებით
- ტექნიკური უნარების დემონსტრირება: გაკვალულ და გაუკვალავ თოვლში,30-35 გრადუსიან დახრილობის
ფერდზე თხილამურით/სნოუბორდით ყოველ 5მ-ზეგაუჩერებლად 1 ან მეტი
მოხვევის გაკეთება მინიმუმ 100 მეტრის მანძილზე.
სწავლებაზე დაშვების წინაპირობები:
- საკონკურსო ტური:
- მხედრობის უნარები (ყველა ალური)
- საცხენოსნო ტურიზმში/საცხენოსნო სპორტში პრაქტიკული გამოცდილება,
- დადასტურებული სპორტული ორგანიზაციის და/ან კორპორატიული, ასევე
ინდივიდუალური დამსაქმებლის მიერ (მინიმუმ 1 წელი)
- პირველადი გადაუდებელი დახმარების სერთიფიკატი
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
- გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით
სწავლებაზე დაშვების წინაპირობები:
- საკონკურსო ტური
- სამუშაო ან დარგში მოღვაწეობის (სპორტსმენი, მწვრთნელი გამოცდილება -მინიმუმ
1 წელი, დადასტურებული ცნობით ან რეკომენდაციით დამსაქმებლისგან,
დარგობრივი ასოციაციისაგან, ფედერაციიდან )
- სერტიფიკატი, დიპლომი , სიგელი ან სხვა დამადასტურებლი დოკუმენტი დარგში სწავლის, მუშაობის, მიღწეული წარმატების შესახებ
- პირველადი გადაუდებელი დახმარების სერთიფიკატი
- სრულწლოვანება
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
- გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით.