GMGA-ის ისტორია
სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA 1998 წელს დაარსდა. მისი წინამორბედები იყვნენ - საქართველოს საგამყოლო სამსახური (1991-1993) და საქართველოს სამთო გამყოლთა სახელმწიფო სკოლა (1993-1998). Ეს ორგანიზაციები 1991 წლიდან ავითარებენ სათავგადასავლო ტურიზმის ინსტიტუტებს და ახორციელებენ სასწავლო პროგრამებს საქართველოში. ქართველი გიდების პროფესიონალიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან გათანბრება ორგანიზაციისთვის თავიდანვე უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენდა. 2016 წელს სამთო გამყოლთა ასოციაციამ (GMGA), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (MES) და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან (MRDC) პარტნიორობით დააარსა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა (ATS) - რომელიც სხვადასხვა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების სწავლებას ახორციელებს. ამავე წელს მოხდა რამოდენიმე პირველადი პროგრამის სტანდარტიზაცია და ავტორიზაცია, რის საფუძველზეც დაიწყო ოფიციალური სადიპლომო და სასერტიფიკატო სასწავლო კურსები. ATS-ის მიერ გაცემული დიპლომი და სერთიფიკატები არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული.
ამჟამად, GMGA და ATS მუშაობს უნარების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და მრავალი დონორის მხარდაჭერით, რათა მოხდეს არსებული დიპლომების და სერთიფიკატების ინტერნაციონალიზაცია, ასევე ახალი პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებით ჩამოყალიბება. შვეიცარიის სამთო გამყოლების ასოციაციის უწყვეტი ხელმძღვანელობით, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა გერმანიის სამთო გამყოლთა ასოციაცია, 2021 წელს საქართველო გახდა სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი. ამჟამად GMGA აერთიანებს 150 - მდე პროფესიონალ გამყოლს, რომლებიც სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ.