news
სათხილამურო ინსტრუქტორი

პროფესიული გადამზადების პროგრამა თუ ყოველ წელს მოუთმენლად ელი ზამთრის სეზონს და სრიალთან ერთად შენი საყვარელი საქმიანობაა სხვებსაც დაეხმარო შეისწავლონ სრიალის ტექნიკა და ისიამოვნონ ზამთრის თავგადასავლებით - მაშინ სათხილამურო ინსტრუქტორის პროგრამა შენთვისაა. სათხილამურო ინსტრუქტორის I, II და III დონის კურსების განმავლობაში გაეცნობი სათხილამურო ტურიზმში თხილამურის ინსტრუქტორის საქმიანობის ძირითად ასპექტებს, სწავლების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მეთოდიკას, სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვას, ასევე, ტურისტზე ზრუნვის, კომფორტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებს. პროგრამის დასასრულს გეცოდინება თხილამურებით სრიალის სწავლება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. შეძლებ სწორად შეარჩიო სასრიალო აღჭურვილობა, ისრიალო სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით კურსის შესაბამისი სირთულის სათხილამურო გზაზე, ჩაატარო ინსტრუქტაჟი და ასწავლო სრიალი „მწვანე“ „ლურჯი“ და „წითელი“ კატეგორიის სათხილამურო გზებზე.